Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი უარს ამბობს გადასცეს აშშ-ს უპილოტო თვითმფრინავი


ირანის ელიტური რევოლუციური გვარდიის მაღალი რანგის ოფიცერი აცხადებს, რომ ქვეყანა არ გადასცემს სადაზვერვო უპილოტო თვითმფრინავს აშშ-ს, თუმცა მიანიშნებს შესაძლო გარიგებაზე. ირანის სახელმწიფო ტელევიზიით გაკეთებულ კომენტარში, გენერალმა ჰუსეინ სალამიმ ირანის საჰაერო სივრცის დარღვევას „მტრული აქტი“ უწოდა. თუმცა, დასძინა, რომ აშშ-ს ამ ნაბიჯის კომპენსირება გარკვეული „კორექტული პოლიტიკური ზომებით“ შეუძლია. 8 დეკემბერს ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ აჩვენა კადრები, რომელზეც ირანელი სამხედროები ინსპექტირებას უტარებენ უპილოტო თვითმფრინავს, რომელიც ირანის საჰაერო სივრცეში ავღანეთიდან შეფრინდა. აშშ-მა დაადასტურა უპილოტო თვითმფრინავის დაკარგვის ფაქტი.
XS
SM
MD
LG