Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა ახალი ბუნებრივი აირის ახალ საბადოს მიაგნო


ირანის ნავთობის მინისტრის განცხადებით, ქვეყანამ კასპიის ზღვის ფსკერზე ბუნებრივი აირის ახალ დიდი საბადოს მიაგნო. სამინისტროს თანახმად საბადო ირანის საზღვაო სანაპიროს ახლოს 700 მეტრის სიღრმეზე აღმოჩნდა და სავარაუდოდ 50 ტრილიონი კუბური ფუტის მოცულობის გაზს შეიცავს. რუსეთის შემდეგ, ირანს ყველაზე დიდი მოცულობის ბუნებრივი აირის მარაგები აქვს. მაგრამ ირანის მიერ წარმოებული ბუნებრივი აირის პროდუქციის უდიდეს ნაწილს თავად ქვეყანა მოიხმარს.
XS
SM
MD
LG