Accessibility links

logo-print

"პალიტრა მედია" შალვა ნათელაშვილს სასამართლოთი ემუქრება


"პალიტრა მედია" ერთ კვირას აძლევს ბოდიშის მოსახდელად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას სასამართლოში უჩივლებს. ნათელაშვილმა ”მაესტროს” ეთერში განაცხადა, რომ ”კაცობრიობის უბოროტესი ძალები საქართველოს "ლეიბორისტული პარტიის" რეიტინგს ებრძვიან და ამ ძალებში გამორჩეული ადგილი უკავია ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც ბოლო რამდენიმე წელია, "პალიტრამედიის" მთელი ჰოლდინგიც შეუსყიდია". "კვირის პალიტრა" შალვა ნათელაშვილს ურჩევს, ერთი კვირის განმავლობაში "პალიტრა მედიის" მიმართ ბრალდება საბუთებით დაამტკიცოს, ან საჯაროდ უარყოს მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია.
XS
SM
MD
LG