Accessibility links

logo-print

თვითგამოცხადებულ დნესტრისპირეთში არჩევნების შედეგების გამოცხადება გადაიდო


მოლდავეთის სეპარატისტულ დნესტრისპირეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადება გადაიდო. სავარაუდოდ, სამშაბათამდე. ”რია ნოვოსტის” ცნობით, ადგილობრივ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ტექნიკური საკითხები წამოიჭრა საარჩევნო უბნების ოქმებთან დაკავშირებით. მანამდე დნესტრიპირესით პარლამენტის ყოფილი სპიკერის, ევგენი შევჩუკის შტაბში განაცხადეს, რომ არჩევნების პირველ ტურში მათმა კანდიდატმა გაიმარჯვა.
XS
SM
MD
LG