Accessibility links

სირიაში მუნიციპალური არჩევნები ტარდება


სირიაში, შეტაკებების მიუხედავად, მიმდინარეობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მუნიციპალური საბჭოების 17 ათასი ადგილისათვის 43 ათასზე მეტი კანდიდატი იყრის კენჭს. სირიის რამდენიმე რეგიონში კი გრძელდება სამთავრობო ჯარების შეტაკებები პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმის მოწინააღმდეგეებთან. სირიელი უფლებადამცველები იტყობინებიან, რომ ჰომსის და იდლიბის პროვინციებში საცხოვრებელი კვარტლებს გაუხსნეს ცეცხლი.
XS
SM
MD
LG