Accessibility links

logo-print

მედვედევი უარყოფს განმეორებითი არჩევნების მოთხოვნას


რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის განცხადებით, ის არ ეთანხმება განმეორებითი არჩევნების მოთხოვნას, რომელსაც გამოთქვამენ რუსეთში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაწყებულ საპროტესტო აქციებზე. მაგრამ მედვედევი აცხადებს იმასაც, რომ ოფიციალურ პირებს დაავალა, გამოიძიონ ბრალდებები 4 დეკემბერს საარჩევნო უბნებზე აღრიცხული დარღვევების შესახებ. ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტის მიერ სოციალურ ქსელ „ფეისბუკით“ გავრცელებულ განცხადებაში. მმართველ პარტია „ერთიან რუსეთს“ ხმების თითქმის ნახევარი ერგო არჩევნებში, რაც საპროტესტო აქციების მონაწილეთა შეფასებით, გაყალბების შედეგია. „ფეისბუკზე“ მედვედევის განცხადებას ათასობით კომენტარი მოჰყვა, უმეტესწილად ნეგატიური გამოხმაურება. რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი, რომელიც მარტის საპრეზიდენტო არჩევნების უდავო ფავორიტად არის აღიარებული, არ გამოხმაურებია ბოლო შაბათ-კვირის მასობრივ საპროტესტო აქციებს.
XS
SM
MD
LG