Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში თავს დაესხნენ ნატოს მოსამარაგებელ ავტოკოლონას


პაკისტანის პოლიციის ცნობით, შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ ნატოს მოსამარაგებლად განკუთვნილ ავტოკოლონას და მოკლეს ერთ-ერთი მძღოლი. თავდასხმა მოეწყო სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ბალუჩისტანის პროვინციაში. პოლიციის მაღალი რანგის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, კვირას საღამოს რვა შეიარაღებული პირი მოტოციკლებით მიუახლოვდა ავტოკოლონას, მას გაჩერება აიძულა და ცეცხლი გაუხსნა საწვავის ცისტერნებს. ავტოკოლონაზე იერიში მოეწყო მაშინ, როცა ის პაკისტანის საპორტო ქალაქ კარაჩიში ბრუნდებოდა ავღანეთის საზღვრიდან, რომელიც პაკისტანს ჩაკეტილი აქვს. ეს ნაბიჯი პროტესტის ნიშნად მოჰყვა ნატოს 26 ნოემბრის საჰაერო თავდასხმას, რომელმაც 24 პაკისტანელი ჯარისკაცი შეიწირა. პაკისტანის გავლით ნატოს მოსამარაგებელი მარშუტების დახურვის შედეგად, დანიშნულების ადგილზე ვეღარ ჩადის ავღანეთში ნატოს მოსამარაგებლად განკუთვნილი სატვირთო მანქანები. პაკისტანში მათზე უკვე რამდენჯერმე მოეწყო თავდასხმები.
XS
SM
MD
LG