Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტომ კრუზმა ქართველი ჯარისკაცები მოინახულა გერმანიის სამხედრო ჰოსპიტალში


ჰოლივუდის მსახიობმა ტომ კრუზმა გერმანიის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებისას დაიჭრნენ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ტომ კრუზმა სამახსოვრო ფოტო გადაიღო მესამე ქვეითი ბრიგადის 33-ე ბატალიონის რიგითთან აჰმედ საფაროვთან, რომელიც გერმანიაში მკურნალობის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ საქართველოში დაბრუნდება. სამინისტროს ცნობითვე, ამჟამად გერმანიაში მკურნალობს საქართველოს შეიარაღებული ძალების 5 სამხედრო მოსამსახურე.
XS
SM
MD
LG