Accessibility links

მუშაობა დაიწყო "ქართული ოცნების" თბილისის ოფისმა


დღეიდან მუშაობა დაიწყო საზოგადოებრივი მოძრაობის "ქართული ოცნების" თბილისის ოფისმა. მოძრაობის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს ინფორმაციით, მოძრაობის მხარდამჭერებად დარეგისტრირება მოქალაქეებს ყოველდღე დილის 10-დან 18 საათამდე შეუძლიათ ანტონ კათალიკოსის ქუჩაზე მდებარე ოფისში. დღეს გავრცელდა ცნობილი მწერლის ჭაბუა ამირეჯიბის წერილი, რომელშიც ის მხარდაჭერას უცხადებს საზოგადოებრივ მოძრაობა ”ქართულ ოცნებას.”
XS
SM
MD
LG