Accessibility links

logo-print

ფეხბურთის ფედერაცია გამოეხმაურა კახა კალაძის გადაწყვეტილებას


საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დღეს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა კახა კალაძის გადაწყვეტილებას ეროვნული ნაკრების დატოვების შესახებ. ფედერაცია სამწუხაროს უწოდებს იმას, რომ ”ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში მიმდინარე პროცესებმა გამოიწვია საფეხბურთო ოჯახის ზოგიერთი წევრის ხმამაღალი პოლიტიკური განცხადებები.” ფეხბურთის ფედერაცია აღნიშნავს, რომ ”მკვეთრად ემიჯნება არასაფეხბურთო თემატიკასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს,” თუმცა აქვს მყარი პოზიცია საქართველოს ეროვნული ნაკრების უკვე ყოფილი კაპიტნის გადაწყვეტილების მიმართ. კერძოდ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მიაჩნია, რომ კახა კალაძეს ეროვნული ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილება უპირველეს ყოვლისა, მთავარი მწვრთნელისთვის უნდა ეცნობებინა. კახა კალაძემ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების დატოვების გადაწყვეტილება კვირას გამოაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობის ”ქართული ოცნების” პრეზენტაციისას.
XS
SM
MD
LG