Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი მილიარდერი აპირებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას


რუსეთში ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, მიხაილ პროხოროვმა დღეს გამოაცხადა, რომ თავის კანდიდატურას წამოაყენებს მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, რითაც კონკურენციას გაუწევს პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს. „მივიღე გადაწყვეტილება. ეს არის, ალბათ, ყველაზე სერიოზული გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში. მივდივარ საპრეზიდენტო არჩევნებზე. როგორც გახსოვთ, კრემლმა მოგვიცილა მე და ჩემი თანამოაზრეები პარტია „მართალი საქმიდან“ და ვერ შევძელით იმის გაკეთება, რაც გვინდოდა. მე არ მჩვევია შუა გზაზე გაჩერება“, განაცხადა პროხოროვმა, რომელიც წელს, ზაფხულში იქნა არჩეული პარტია „მართალი საქმის" ლიდერად, მაგრამ ის მალევე, სექტემბერში გადააყენეს პოსტიდან, რის შემდეგაც პროხოროვმა პარტია დატოვა. ჟურნალ „ფორბსის“ მონაცემებით, პროხოროვი შედის რუსეთში უმდიდრესი ადამიანების ხუთეულში. მისი ქონება 2010 წელს შეფასებული იყო 18 მილიარდ დოლარად.
XS
SM
MD
LG