Accessibility links

logo-print

ევროკავშირ-რუსეთის სამიტზე არჩევნების საკითხსაც წამოჭრიან


ევროკავშირის ლიდერები აპირებენ, რუსეთში ბოლო არჩევნების საკითხიც წამოჭრან პრეზიდენტ დმიტრი მედვედევთან შეხვედრაზე, რომელიც მიმდინარე კვირაში გაიმართება ბრიუსელში. ამის შესახებ განაცხადა ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, კეთრინ ეშტონის პრესმდივანმა, მაია კოციანჩიჩმა. მისივე თქმით, ევროკავშირი „მიესალმება“ მედვედევის გადაწყვეტილებას, გამოძიებულ იქნეს ბრალდებები არჩევნების გაყალბების შესახებ. მედვედევმა კვირას განაცხადა, რომ ოფიციალურ პირებს დაავალა 4 დეკემბრის კენჭისყრის გაყალბების თაობაზე გამოთქმული ბრალდებების გამოძიება. მანვე კატეგორიულად გამორიცხა არჩევნების გამეორება, რასაც მოითხოვენ არჩევნების შემდეგ გამართული საპროტესტო აქციების მონაწილეები.
XS
SM
MD
LG