Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვარშავაში დაკავებული ბელორუსი აქტვისტი გაათავისუფლეს


ბელორუსი პოლიტიკური ემიგრანტი და ყოფილი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე, ალეს მიხალევიჩი, რომელიც პოლონეთის დედაქალაქ ვარშავის აეროპორტში დააკავეს, გაათავისუფლეს. დაკავების მიზეზი ბელორუსიის ხელისუფლების მიერ ინტერპოლისთვის მისი გვარის გადაცემა იყო. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარცინ ბოსაცკიმ განაცხადა, რომ დაკავება იყო შეცდომა პროკურორებისა, რომლებმაც დაუჯერეს ამ დოკუმენტს. მას ბელორუსიაში შარშან დეკემბერში არჩევნების შემდეგ მასობრივი არეულობის ორგანიზებაში ედება ბრალი. პოლონეთის პროკურატურამ განთავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო მას მერე, რაც საქმეში საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩაერია, აეროპორტში მივიდა საგარეო საქმეთა მინისტრს მოადგილე კშიშტოფ სტანოვსკი. მიხალევიჩი ბელორუსიაში იყო დაპატიმრებული, ის გაათავისუფლეს ხელმოწერით, რომ ქვეყანას არ დატოვებდა. მან შეძლო ჩეხეთში ჩამოსვლა და აქ პოლიტიკური თავშესაფრის მოპოვება.
XS
SM
MD
LG