Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტი ერაყის პრემიერს შეხვდა


აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა ვაშინგტონში შეხვდა ერაყის პრემიერ-მინისტრს, ნური ალ მალიკის. თეთრს სახლში მოლაპარაკებისას მათ განიხილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობა ერაყიდან აშშ-ის ჯარი გაყვანის შემდეგ. წლის ბოლოს ერაყს დატოვებს აშშ-ის ყველა საბრძოლო შენაერთი, იქ მხოლოდ სამხედრო ინსტრუქტორები დარჩებიან. ობამამ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თითქმის ცხრა წლის შემდეგ, აშშ-ის ომი ერაყში ამ თვეში სრულდება. მან თქვა, რომ ერაყი აშშ-ის ხანგძლივი მეგობარია და გააფრთხილა სხვა ქვეყნები, სავარაუდოდ, ირანი, ნუ ჩაერევიან ერაყის საქმეებში. ერაყის პრემიერი შეხვდება აშშ-ის მაღალი რანგის სხვა წარმომადგენლებს.
XS
SM
MD
LG