Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა და ევროპამ ირანს დაუწესეს დამატებითი სანქციები


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ აშშ-მა და მისმა ევროპელმა პარტნიორებმა ირანს დამატებითი სანქციები დაუწესეს და კვლავაც გააგრძელებენ ზეწოლას. კლინტონმა განაცხადა: ”გზა, რომელსაც ირანი მისდევს სახიფათოა ირანისთვის და მთელი რეგიონისთვის”. ეს განცხადება ჰილარი კლინტონმა ვაშინგტონში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ უილიამ ჰეიგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. გასულ კვირაში ევროკავშირის ლიდერები გამოვიდნენ იანვრის ბოლომდე ირანისთვის მეტი სანქციების დაწესებისკენ მოწოდებით.
XS
SM
MD
LG