Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანადა ”კიოტოს პროტოკოლიდან” გამოვიდა


კანადის გარემოს დაცვის მინისტრმა პიტერ კენტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა იყენებს კანონიერ უფლებას და ტოვებსნ კლიმატის ცვლილების შესახებ ”კიოტოს პროტოკოლს”. კენტმა განაცხადა: ”მოგეხსენებათ, კიოტოს პროტოკოლი თავდაპირველად მოიცავდა ქვეყნებს, რომლებზეც სათბური გაზების გლობალური ემისიის 30%-ზე ნაკლები მოდიოდა. ახლა ეს მონაცემი 13%-ზე ნაკლებია და ის მცირდება. ”კიოტოს პროტოკოლი” არ ფარავს ჩინეთსა და აშშ-ს და ამდენად ის ვერ მუშაობს. დღეს ნათელია, რომ ეს პროტოკოლი არ არის წინსვლის გზა კლიმატის ცვლილების საკითხის გლობალური გადაჭრისთვის. ის მხოლოდ ხელისშემშლელი ფაქტორია”. კანადა არის პირველი ქვეყანა, რომელიც გმობს ”კიოტოს პროტოკოლს”. კანადა აცხადებს, რომ ის არ მიიღებს ”ახალ კიოტოს”. ანალიტიკოსები თვლიან, რომ კანადის პრემიერ-მინისტრ სტევენ ჰარპერის კონსერვატიულ მთავრობას არ სურს დააზარალოს კანადის ნავთობის განვითარებადი ბიზნესი. 200-მდე ქვეყნის წარმომადგენელი შეთანხმდა, რომ 2015 წლამდე ხელი უნდა მოეწეროს კლიმატის ცვლილებაზე ახალ ხელშეკრულებას, რომელიც კიოტოს პროტოკოლს ჩაანაცვლებს.
XS
SM
MD
LG