Accessibility links

რუსეთის მედია-კომპანია ”კომერსანტში” მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებებია


საგამომცემლო სახლ ”კომერსანტში” განხორციელდა მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები, რაც უკავშირდება სახელმწიფო დუმის არჩევნების შედეგებზე გამოქვეყნებულ ბოლო პუბლიკაციებს. საგამომცემლო სახლის მფლობელმა ალიშერ უსმანოვმა განაცხადა, რომ 12 დეკემბერს თანამდებობიდან გაათავისუფლა ”კომერსანტ-ჰოლდინგის” გენერალური დირექტორი ანდრეი გალიევი, აგრეთვე, ჟურნალ ”კომერსანტ-ვლასტის” მთავარი რედაქტორი მაქსიმ კოვალსკი. ამ გადაწყვეტილების კვალდაკვალ თანამდებობიდან გადადგა საგამომცემლო სახლ ”კომერსანტის” გენერალური დირექტორი დემიან კუდრიავცევი. მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. ჟურნალ ”კომერსანტ-ვლასტის” ბოლო ნომერი ისევე, როგორც რუსეთის და მსოფლიო ბეჭდური გამოცემების ბოლო ნომრები რუსეთში 4 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებს ეძღვნებოდა. ”კომერსანტ-ვლასტის” ყდაზე გამოსახულია ვლადიმირ პუტინი, რომელიც საარჩევნი ყუთში იყურება.
XS
SM
MD
LG