Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: სირიაში მსხვერპლი 5000-ს აჭარბებს


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, სირიაში კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე 5000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ სირიაში დაპატიმრებულია 14 ათასი ადამიანი, 12400-მა კი მეზობელ ქვეყნებს შეაფარა თავი. გაეროში სირიის წარმომადგენელმა უარყო ეს ინფორმაცია და მას არაობიექტური და უსამართლო უწოდა. სირიის ხელისუფლების თანახმად, ქვეყანაში კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და პოლიციელია მოკლული. სირიელ ოპოზიციონერთა თანახმად, ორშაბათს უშიშროების ძალებთან შეტაკებისას 20 ადამიანი დაიღუპა. ძალადობის მიუხედავად, სირიაში ადგილობრივი არჩევნები ტარდება. ოპოზიცია არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადებისა და საყოველთაო გაფიცვისკენ მოწოდებებით გამოდის.
XS
SM
MD
LG