Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტში გამოეხმაურნენ რუსეთში განვითარებულ მოვლენებს


რუსეთში 4 დეკემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი სიტუაციის გამო, დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტებმა. ისინი იზიარებენ საერთაშორისო თანამეგობრობის შეშფოთებას რუსეთში გამართული არჩევნების შესახებ, თავად შეშფოთებას გამოთქვამენ რუსეთის ხელისუფლების მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების, ეუთოსა და ევროსაბჭოს მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო და გმობენ დემოკრატიული ოპოზიციის წარმომადგენელთა დაპატიმრებას. საქართველოს პარლამენტის ორი კომიტეტი მხარს უჭერს რუსეთში ძირითადი სამოქალაქო უფლებების განმტკიცების მოთხოვნებს და გამოთქვამს რწმენას, რომ დემოკრატიული ტრანსფორმაცია გააუმჯობესებს მეზობლებთან რუსეთის ურთიერთობას, რომელიც დაეფუძნება თანასწორობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების პატივისცემას. საპარლამენტო კომიტეტები მოუწოდებენ საერთაშორისო თანამეგობრობას, განაგრძოს რუსეთზე დიპლომატიური ზეწოლა, მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების უზრუნველსაყოფად.
XS
SM
MD
LG