Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში გაემგზავრა საქართველოს სამთავრობო დელეგაცია


საქართველოს სამთავრობო დელეგაცია გაემგზავრა ჟენევაში, სადაც ხვალ გაიმართება ამიერკავკასიის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო დისკუსიის მე-18 რაუნდი. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის დელეგაცია კვლავ დასვამს რუსეთის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების, ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედების და დევნილთა დაბრუნების საკითხებს. ჟენევაში გაემგზავრნენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების დელეგაციებიც. სააგენტოების - ”აფსნიპრესისა” და ”რეს”-ის - მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლები რუსეთთან ერთად კვლავ მოითხოვენ, რომ საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწეროს ძალის გამოუყენებლობის იურიდიულ დოკუმენტს.
XS
SM
MD
LG