Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში ტიმოშენკოს მომხრეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა


უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი იულია ტიმოშენკოს მომხრეებს დღეს კიევში შეტაკება მოუხდათ პოლიციის ძალებთან - მაშინ, როცა სასამართლო განიხილავდა ტიმოშენკოს სარჩელს შვიდწლიანი პატიმრობის თაობაზე. ტიმოშენკოს ასობით მომხრე შეეცადა გაერღვია პოლიციის კორდონი, რომელიც სააპელაციო სასამართლოს წინ იყო აღმართული. თავად ტიმოშენკო სხდომას არ დასწრებია. მისი ადვოკატები აპირებდნენ დაემტკიცებინათ, რომ ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის თაობაზე მისთვის 11 ოქტომბერს გამოტანილი განაჩენი უნდა გაუქმდეს. დღეს უფრო ადრე ტიმოშენკო ციხეში მოინახულა ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის კომისარმა, სტეფან ფიულემ. შეხვედრის შემდეგ ფიულეს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მან ტიმოშენკო დაარწმუნა, რომ ევროკავშირი „ყურადღებით მიადევნებს თვალს მის საჩივარს და ხაზგასმით მოითხოვს, მას მიეცეს ყველა არსებული უფლებით სარგებლობის საშუალება, სამართლიან პროცესზე თავის დაცვის მიზნით“.
XS
SM
MD
LG