Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი: სირიის მიმართ დასავლეთის პოზიცია „ამორალურია“


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უარით უპასუხა მოსკოვის მიმართ გამოთქმულ მოწოდებებს შეუერთდეს სირიისთვის დაწესებულ სანქციებს - და განაცხადა, ულტიმატუმები კრიზისის დასრულების თვალსაზრისით არაფერს მოიტანსო. სერგეი ლავროვის განცხადებით, სირიასთან მიმართებით დასავლეთი „ამორალურ“ პოზიციაზე დგას, რადგან პრეზიდენტ ბაშარ ასადის მთავრობაზე ზეწოლას აძლიერებს, ექსტრემისტების მიერ ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულებზე კი თვალს ხუჭავს. ლავროვის თანახმად, მოსკოვი სირიას ურჩევს რაც შეიძლება მალე მიიღოს არაბული ლიგის დამკვირვებლები. ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარი, ნავი პილაი ორშაბათს გამოვიდა განცხადებით, რომ სირიაში ცხრა თვის მანძილზე მიმდინარე კონფლიქტს 5,000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. პილაიმ გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდა სირიის საქმე გადასცეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შესაძლო შემთხვევების გამოსაძიებლად. უშიშროების საბჭოში გასულ თვეში რუსეთმა და ჩინეთმა ვეტო დაადეს დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ რეზოლუციას, რომელიც გმობდა სირიიაში მიმდინარე სისხლისღვრას.
XS
SM
MD
LG