Accessibility links

logo-print

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ქაბულში ჩავიდა


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლეონ პანეტა დღეს ქაბულში ჩავიდა, რათა კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი ავღანეთის განვითარების პროცესში ვაშინგტონის ჩართულობას - იმ ფონზე, როცა აშშ საბრძოლო ქვედანაყოფების გაყვანას იწყებს და ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვას ავღანეთის ძალებს გადააბარებს. პანეტა მოლაპრაკებას გამართავს ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთან და თავდაცვის მინისტრ აბდულ რაჰიმ ვარდაკთან. ის ასევე შეხვდება აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო სამხედრო ძალების მეთაურებს. აშშ-ს გამოცხადებული აქვს, რომ ავღანეთში მყოფი თავისი 100,000 სამხედროდან წლის ბოლომდე 10,000-ს გაიყვანს, 2012 წლის სექტემბრამდე კი ავღანეთს კიდევ 23,000 ამერიკელი ჯარისკაცი დატოვებს.
XS
SM
MD
LG