Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა არ დააკმაყოფილა აშშ-ის თხოვნა სადაზვერვო თვითმფრინავის დაბრუნების თაობაზე


ირანმა არ დააკმაყოფილა აშშ-ის თხოვნა იმ ამერიკული უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავის დაბრუნების თაობაზე, რომელიც, ირანელი ოფიციალური პირების განცხადებით, ირანის ჯარმა ჩაიგდო ხელში. თავდაცვის მინისტრმა აჰმად ვაჰიდიმ განაცხადა, აშშ-მა თვითმფრინავის დაბრუნების მოთხოვნის ნაცვლად, ირანის საჰაერო სივრცის დარღვევისთვის ბოდიში უნდა მოიხადოსო. ირანი აცხადებს, რომ სადაზვერვო თვითმფრინავი ირანის სამხედროებმა ავღანეთთან საზღვრიდან დაახლოებით 225 კილომეტრის მოშორებით შენიშნეს და ჩამოაგდეს. ორშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ აშშ-მა ირანს თვითმფრინავის დაბრუნების თაობაზე ოფიციალური თხოვნით მიმართა.
XS
SM
MD
LG