Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კომერსანტის“ მენეჯერები პუტინის საწინააღმდეგო ლოზუნგების დაბეჭდვის გამო დაითხოვეს


რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი საგამომცემლო კომპანიის მფლობელმა სამსახურიდან დაითხოვა კომპანიის მენეჯმენტის მაღალჩინოსნები, მას შემდეგ, რაც მათმა ყოველკვირეულმა ჟურნალმა პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის შეურაცხმყოფელი მასალები დაბეჭდა. ვრცელდება გამოცემა „კომერსანტის“ მფლობელის, ალიშერ უსმანოვის სიტყვები - რომ „კომერსანტ ვლასტში“ დაბეჭდილი ფოტოები „მცირე ხულიგნობის ზღვარს უახლოვდებოდა“. უსმანოვმა სამსახურიდან დაითხოვა გამოცემის მთავარი რედაქტორი, მაქსიმ კოვალსკი და გამოცემის ჰოლდინგ-კომპანიის დირექტორი, ანდრეი გალიევი. საგამომცემლო კომპანიის დირექტორმა, დემიან კუდრიავცევმა კი თავად დაწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ. სკანდალი გამოიწვია ჟურნალის მიმდინარე კვირის ნომერმა. მისი თემა ახლახან ჩატარებული საპარლამეტო არჩევნებია - რომელსაც ოპოზიცია პუტინის პარტიის სასარგებლოდ გაყალბებულად აცხადებს. ფოტოებს შორის იყო განზრახ გაფუჭებული ბიულეტენები, რომლებსაც პუტინის მისამართით უწმაწური ფრაზები ეწერა.
XS
SM
MD
LG