Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუნესკოს შტაბ-ბინის თავზე პალესტინური დროშა აღმართეს


დღეს პარიზში, იუნესკოს შტაბ-ბინის თავზე პირველად აღმართეს პალესტინური დროშა. ცერემონიას დაესწრო პალესტინელთა პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასი. იუნესკო გაეროს პირეველი სააგენტოა, რომელმაც პალესტინა სრულფასოვან წევრად მიიღო. ეს 31 ოქტომბერს გამართული კენჭისყრის შედეგად მოხდა. ამ გადაწყვეტილების გამო სააგენტოს აშშ-მა დაფინანსება შეუწყვიტა. პალესტინელებს ასევე სურთ გაეროში გაწევრიანდნენ სრულუფლებიან წევრად - მაგრამ ვაშინგტონი აცხადებს, რომ ამ ნაბიჯს ვეტოს დაადებს. აშშ-ის განცხადებით, პირველ ეტაპზე მოლაპარაკების შედეგად ისრაელთან უნდა იქნას მიღწეული შეთანხმება.
XS
SM
MD
LG