Accessibility links

logo-print

ბელგიაში აფეთქებას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა


გავრცელებული ცნობებით, ოთხი ადამიანი დაიღუპა და 60-ზე მეტი დაიჭრა დღეს ბელგიის ქალაქ ლიეჟის ცენტრში მდებარე ავტობუსის გაჩერებაზე მომხდარი თავდასხმისას. ხალხს ცეცხლი გაუხსნეს და ხელყუმბარა ესროლეს. მთავარი პროკურორის, დანიელ რეინდერსის განცხადებით, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა და ის ერთ-ერთია დაღუპულებს შორის. ბელგიის ახალი ამბების სააგენტო „ბელგას“ ცნობით, თავდამსხმელი 32 წლის კაცი იყო, სახელად ნორდინ ამრანი. მისი მოტივები ჯერჯერობით გაურკვეველია - თუმცა, რეინდერსის თქმით, საქმე არ გვაქვს ტერორისტულ თავდასხმასთან. 2008 წელს ამრანი დამნაშავედ სცნეს იარაღის უკანონო შენახვაში და კრიმინალური დაჯგუფების წევრობაში. უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა სამმა პირმა მოაწყო. იერიში განხორციელდა ქალაქის სასამართლოს შენობისა და ხალხმრავალი საშობაო ბაზრობის სიახლოვეს.
XS
SM
MD
LG