Accessibility links

logo-print

რუსეთში დაინიშნა ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა


რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის განცხადებით, მან ხელი მოაწერა ბრძანებულებას ახალი მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს პირველი სხდომის 21 დეკემბერს ჩატარების შესახებ. ამის შესახებ მედვედევმა განაცხადა 4 დეკემბრის არჩევნების შედეგად პარლამენტში შესული პარტიების ლიდერებთან დღეს გამართულ შეხვედრაზე. თვით პრეზიდენტი 22 დეკემბერს გამოვა ყოველწლიური მიმართვით ფედერალური კრების წინაშე. დღეს მედვედევი შეეხო არჩევნების დროს დაშვებული დარღვევების ბრალდებასაც. მისი თქმით, ყველა საჩივარი გულდასმით უნდა იქნეს განხილული საარჩევნო კომისიებისა და სასამართლო ინსტანციების მიერ, რათა მიღებულ იქნეს სამართლიანი გადაწყვეტილებები.
XS
SM
MD
LG