Accessibility links

logo-print

კიევში ოთხშაბათისთვის გადადეს ტიმოშენკოს სარჩელის განიხლვა


კიევში სააპელაციო სასამართლომ 14 დეკემბრისათვის გადადო ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს დაცვის სარჩელის განხილვა. სარჩელი ეხება ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობაში დამნაშავედ ცნობის საფუძველზე ტიმოშენკოსათვის წელს, 11 ოქტომბერს გამოტანილ განაჩენს, რომელიც ითვალისწინებს შვიდწლიან პატიმრობას. სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმეს განიხილავენ 14 დეკემბერს, რათა მას დაესწროს თვით ტიმოშენკო. დღეს ის არ გამოცხადებულა საქმის განხილვაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით. ტიმოშენკო უკვე რამდენიმე კვირაა, ვერ დგება საწოლიდან ზურგის არეში ძლიერი ტკივილების გამო. ახლა ადვოკატები შიშობენ, რომ მათ კლიენტს ხვალ აიძულებენ სასამართლოში გამოცხადებას. სამშაბათს, აპელაციის განხილვისას, კიევში მოხდა შეტაკება ყოფილი პრემიერ-მინისტრის მომხრეებსა და პოლიციელებს შორის. ტიმოშენკოს ასობით მომხრე შეეცადა გაერღვია პოლიციის კორდონი სააპელაციო სასამართლოსთან.
XS
SM
MD
LG