Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტარ გიორგი ცაგარეიშვილის ვაჟი უცნობმა პირებმა სცემეს


პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, გიორგი ცაგარეიშვილის ვაჟი, 19 წლის ზურაბ ცაგარეიშვილი, გვიან ღამით, უცნობმა პირებმა კავსაძის ქუჩაზე, საკუთარ სადარბაზოში სცემეს. გიორგი ცაგარეიშვილი მომხდარს მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. ცაგარეიშვილი ამბობს, რომ მისი საცხოვრებელი სახლის გარშემო გარესამეთვალყურეო კამერებია დამონტაჟებული და სამართლადამცავებს შეუძლიათ საქმის გახსნა, თუ ამის სურვილი ექნებათ.
XS
SM
MD
LG