Accessibility links

ავღანეთის პრეზიდენტი და აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ერთმანეთს ქაბულში შეხვდებიან


ქაბულში დღეს ერთმანეთს შეხვდებიან ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი და აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლეონ პანეტა. განხილვის მთავარი თემაა ამერიკისა და მისი მოკავშირეების ჯარების ავღანეთიდან გაყვანა. ეს პროცესი 2014 წლის ბოლოსათვის უნდა დასრულდეს. ნატოს ძალები კონტროლს უსაფრთხოებაზე ეტაპობრივად გადასცემენ ავღანეთის ხელისუფლებას.
XS
SM
MD
LG