Accessibility links

logo-print

ირანი აცხადებს, რომ დღის წესრიგში არ დგას ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა


ირანის განცხადებით, „დღის წესრიგში არ დგას“ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის საკითხი. მაგრამ, ირანის საგარეო უწყების პრესმდივნის განცხადებით, საკითხი შესაძლოა გამწვავდეს, თუ ამჟამინდელი დაძაბულობა ომში გადაიზრდება. პრესმდივანმა აშშ და ისრაელი დაადანაშაულა ირანისადმი მუქარაში და „ომის კლიმატის“ შექმნაში. ჰორმუზის სრუტე გადის არაბეთის ნახევარკუნძულსა და აზიის კონტინენტს შორის და აკავშირებს სპარსეთისა და ომანის ყურეებს. ის მსოფლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო მონაკვეთია, რადგან ჰორმუზის სრუტის გავლით გადაადგილდება მსოფლიოში ნავთობის ტანკერების ერთი მესამედი. სამშაბათს მკვეთრად გაიზარდა ნავთობის ფასი გავლენიანი ირანელი პარლამენტარის განცხადების გამო, რომ ირანმა შესაძლოა, განიხილოს სრუტის ჩაკეტვის საკითხი.
XS
SM
MD
LG