Accessibility links

logo-print

ერაყში მოეწყო თავდასხმა ნავთობსადენზე


ერაყის პოლიცია აცხადებს, რომ სამხრეთში მოეწყო აფეთქება, რომელიც მიმართული იყო ნავთობსადენის წინააღმდეგ. საინფორმაციო სააგენტო "როიტერსი" ერაყის პოლიციისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ აფეთქების შედეგად გაჩნდა ხანძარი, რომლის ჩასაქრობადაც ღამე მუშაობდნენ მეხანძრეები. ამ ინფორმაციით, სამი ბომბი აფეთქდა ნავთობსადენთან, რომლითაც ნავთობი სამხრეთ ერაყის საბადოებიდან მიეწოდება საცავ ცისტერნებს ქალაქ ბასრის მახლობლად. ბოლოხანს ერაყის ნავთობის პოლიციამ გამოაცხადა, რომ ააქტიურებს პატრულირებს ნავთობმრეწველობის ობიექტების დასაცავად, რადგან არსებობს საფრთხე, რომ ალ-ყაიდის თავდასხმები იმატებს 31 დეკემბრისთვის ერაყიდან შეერთებული შტატების ჯარების გასვლის შემდეგ.
XS
SM
MD
LG