Accessibility links

logo-print

ბელგიაში გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ თავდამსხმელმა თავი მოიკლა


ბელგიელი გამომძიებლების განცხადებით, შეიარაღებულმა პირმა, რომელმაც გუშინ ცეცხლი გახსნა ქალაქ ლიეჟში და ოთხი ადამიანი მოკლა, მოგვიანებით თავი მოიკლა. ამასთან, ლიეჟის მკვიდრის, 33 წლის ნორდინ ამრანის მოტივი კვლავაც გაურკვეველი რჩება. ბელგიის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შესაძლო მოტივებს შორის არ არის ტერორიზმი. ამრანი ადრე გასამართლებული იყო ნარკოტიკებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ფლობის საფუძველზე. დღესვე გამომძიებლებმა გამოაცხადეს, რომ ამრანის სახლის ჩხრეკისას აღმოაჩინეს მოკლული ქალი. ვარაუდობენ, რომ ის ამრანიმ მოკლა, ვიდრე ქალაქის ცენტრს მიაშურებდა და იქ გახსნიდა ცეცხლს. თავდასხმის შედეგად 125 ადამიანი დაიჭრა.
XS
SM
MD
LG