Accessibility links

logo-print

როგორ უნდა ამაღლდეს ნდობა არასამთავრობო სექტორის მიმართ?


თამარ ქაროსანიძე და გიორგი ხუციშვილი

თამარ ქაროსანიძე და გიორგი ხუციშვილი

”ერთი შეხედვით, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება სუსტია...” ასე იწყება კვლევა, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამამ (G-PAC) ჩაატარა. ეს გახლავთ დონორი ორგანიზაცია და მისი მთავარი მისიაა გააძლიეროს საქართველოში არასამთავრობო სექტორი, რათა ამ სექტორმა უკეთესად შეძლოს მოქალაქეების უფლებებისა და ინტერსების დაცვა. ამ კვლევით ორგანიზაციამ სცადა გაერკვია, რას ფიქრობს ხალხი არასამთავრობო სექტორზე, რამდენად იცნობენ მათ საქმიანობას, რა მოსწონთ ან რა არ მოსწონთ ამ საქმიანობაში (საქართველოს მასშტაბით, 2509 მოქალაქე გამოიკითხა). აღმოჩნდა, რომ საქართველოს მოქალაქეების ნდობა არასამთავრობო სექტორის მიმართ საკმაოდ დაბალია. იყო თუ არა ეს შედეგი მოულოდნელი, რას ნიშნავს ”ერთი შეხედვით სუსტია...” და რა ვითარებაა რეალურად, საქართველოს არასამთავრობო სექტორში?.. ამ პრობლემებზე საუბრობენ დღევანდელ სადისკუსიო მაგიდასთან აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე თამარ ქაროსანიძე და კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ხუციშვილი, საუბარს მარინა ვაშაყმაძე უძღვება.


XS
SM
MD
LG