Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰამადი ჯებალი ტუნისის ახალ მთავრობას შექმნის


ჰამადი ჯებალი
ჰამადი ჯებალი
ტუნისში ზომიერ ისლამისტურ პარტია „ენაჰდას“ ერთ-ერთ ლიდერს, ჰემადი ჯებალის დაევალა ქვეყნის ახალი მთავრობის შექმნა. მისმა პარტიამ გამარჯვება მოიპოვა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში. 62 წლის ჯებალი, რომელმაც 15 წელი გაატარა პატიმრობაში პრეზიდენტ ზინ ელ აბიდინ ბენ ალის მმართველობისას, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში წარმოადგენს ახალი მთავრობის შემადგენლობას. ზომიერ ისლამისტურ პარტიას ერგო 89 მანდატი სულ 217-ადგილიან პარლამენტში. 29 მანდატით მეორე ადგილზე გავიდა ახალ პრეზიდენტ მონსეფ მარზუკის პარტია „კონგრესი რესპუბლიკისათვის“. ტუნისში თითქმის ერთი წლის წინ დაიწყო მასობრივი საპროტესტო აქციები, რომლებსაც მოჰყვა პრეზიდენტ ბენ ალის რეჟიმის დამხობა და მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები რამდენიმე სხვა არაბულ ქვეყანაშიც.
XS
SM
MD
LG