Accessibility links

logo-print

ალა ჯიოევამ ვითარების დაძაბვაში დაადანაშაულა დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტი


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტი ვითარების დაძაბვის მცდელობაში დაადანაშაულა ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერმა ალა ჯიოევამ. მან გენერალური პროკურორისა და უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარისთვის პოსტების შენარჩუნებისთვის პასუხისმგებლობა პარლამენტს დააკისრა. ამასთან, ჯიოევამ ცხინვალში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პარლამენტის მოქმედების გამო პასუხი უნდა აგოს რუსულმა მხარემ, რომელიც 9 დეკემბერს მიღწეული შეთანხმების შესრულების გარანტი იყო. ალა ჯიოევას თქმით, შემდგომი მოქმედების გეგმას საკუთარ მხარდამჭერებთან შეათანხმებს.
XS
SM
MD
LG