Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში მიმდინარეობს საერთაშორისო დისკუსიის მე-18 რაუნდი


ჟენევაში მიმდინარეობს ამიერკავკასიის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო დისკუსიის მე-18 რაუნდი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის დელეგაცია კვლავ დასვამს რუსეთის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების, ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედებისა და დევნილთა დაბრუნების საკითხებს. თავის მხრივ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების წარმომადგენლები რუსეთთან ერთად კვლავ მოითხოვენ, რომ საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწეროს ძალის გამოუყენებლობის იურიდიულ დოკუმენტს.
XS
SM
MD
LG