Accessibility links

logo-print

ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ალასანია და დავით უსუფაშვილი კოალიციის შექმნაზე შეთანხმდნენ


ბიძინა ივანიშვილი, ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია და რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი შეთანხმდნენ, რომ სამი პოლიტიკური სუბიექტისგან შემდგარი კოალიცია შეიქმნება მას შემდეგ, რაც დასრულდება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის ფორმირების პროცესი. "საპარლამენტო არჩევნებისთვის კოალიციის სუბიექტები სავარაუდოდ, სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად შექმნიან საარჩევნო ბლოკს”, - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში. მისივე ცნობით, შეთანხმება ითვალისწინებს ერთობლივი პოლიტიკური საქმიანობის შესახებ კონსულტაციების გაგრძელებას სხვა პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეებთან. ამასთან, უკვე არსებობს შეთანხმება კონსერვატიული და ხალხის პარტიების თავმჯდომარეებთან ზვიად ძიძიგურსა და კობა დავითაშვილთან, რომლებიც მათი პოლიტიკური გუნდის წევრებთან ერთად, მიიღებენ მონაწილეობას კოალიციისა და საარჩევნო ბლოკის სტრუქტურების საქმიანობასა და მართვაში.
XS
SM
MD
LG