Accessibility links

logo-print

დნესტრისპირეთში არჩევნებს გამოეთიშა დე ფაქტო ლიდერი


მოლდავეთის სეპარატისტულ რეგიონ დნესტრისპირეთში დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ამჟამინდელი ლიდერი, იგორ სმირნოვი გამოეთიშა არჩევნებს, რადგან ვერ მიიღო საკმარისი მხარდაჭერა კენჭისყრის მეორე ტურში გასასვლელად. დნესტრისპირეთის საინფორმაციო სააგენტოს მონაცემებით, სმირნოვს ერგო ხმების 25-მდე პროცენტი და ჩამორჩება ორ კანდიდატს - ევგენი შევჩუკს, რომელმაც 38,5 პროცენტი მოიპოვა და ანატოლი კამინსკის, ხმების 26,5 პროცენტით. სმირნოვის პოზიცია მნიშვნელოვნად შესუსტდა მას შემდეგ, რაც წელს ნათელი გახდა, რომ ის აღარ სარგებლობს მოსკოვის მხარდაჭერით. მას სურდა, წლევანდელი არჩევნების შედეგად, მეექვსე ვადით დარჩენილიყო თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტზე. ცნობების თანახმად, სმირნოვი უარს ამბობს არჩევნების შედეგის აღიარებაზე. დნესტრისპირეთის საარჩევნო კომისია იუწყება, რომ პარასკევს გამოაცხადებს არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგებს.
XS
SM
MD
LG