Accessibility links

logo-print

პანეტას განცხადებით, ავღანეთში იმარჯვებენ აშშ და მისი მოკავშირეები


შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის, ლიონ პანეტას შეფასებით, ავღანეთში შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები იმარჯვებენ. როგორც პანეტამ განაცხადა ავღანეთში, პაქტიკის პროვინციაში ამერიკელ ჯარისკაცებთან შეხვედრისას, მათს მონდომებასა და მსხვერპლს შედეგი მოაქვს. „ჩვენ სწორი მიმართულებით მივიწევთ და ვიმარჯვებთ ავღანეთში ამ ძალიან მძიმე კონფლიქტში“, აღნიშნა პანეტამ. პაქტიკის პროვინცია ესაზღვრება პაკისტანის რეგიონებს, სადაც ძლიერია თალიბი მეამბოხეების პოზიცია. დღესვე ქაბულში იმართება ლიონ პანეტას შეხვედრა ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთან. აშშ-ის თავდაცვის მინისტრი გუშინ ჩავიდა ავღანეთში მოულოდნელი ორდღიანი ვიზიტით.
XS
SM
MD
LG