Accessibility links

მიხაილ პროხოროვი: პუტინის მეტოქე თუ უბრალო ”სპოილერი”?


მიხაილ პროხოროვი

მიხაილ პროხოროვი

რუსი მილიარდერის მიხაილ პროხოროვის განცხადებამ, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში შეეცდება საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას, პოლიტიკური სამყარო კიდევ ერთხელ აალაპარაკა. მაგრამ მხედველობაში თუ მივიღებთ ბიზნესმენის მრავალწლიან კავშირებს კრემლთან, იბადება შეკითხვა, იგი პუტინის რეალური მეტოქე იქნება თუ, უბრალოდ, ე.წ. სპოილერის, ანუ იმ კანდიდატის როლს შეასრულებს, რომელმაც არჩევნებში სხვას უნდა წაართვას ხმები?
მივიღე გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი
გადაწყვეტილებაა ჩემს ცხოვრებაში. მივიღებ მონაწილეობას
საპრეზიდენტო არჩევნებში...

მიხაილ პროხოროვს ორიოდე საათის დასრულებული არ ჰქონდა განცხადება, რომ სოციალურ ქსელში უკვე გაჩნდა ბლოგები, რომლებშიც გამოითქმებოდა ვარაუდი კრემლის ახალ სატყუარაზე, პროხოროვის გამოჩენით ხმები წაართვას მის მომავალ მეტოქეებს. თუმცა თავად პროხოროვი გადაწყვეტილებას მიიღოს მონაწილეობა საპრეზიდენტო კამპანიაში, თავისი ცხოვრების უმთავრეს გადაწყვეტილებას უწოდებს და ბოლომდე ბრძოლის პირობას იძლევა:

„მივიღე გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ჩემს ცხოვრებაში. მივიღებ მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში. თუ გახსოვთ, კრემლმა მე და ჩემი თანამოაზრეები ჩამოგვიშორა „პრავოე დელოდან“ და ჩვენ ვერ შევძელით იმის გაკეთება, რაც გვსურდა. ჩემს ხასიათში არ არის შუა გზაზე გაჩერება.“

ოლიგარქ მიხაილ პროხოროვის ქონება 18 მილიარდ დოლარად არის შეფასებული და ის კრემლთან მჭიდრო კავშირებით არის ცნობილი. მისი პოლიტიკაში შემოსვლის მცდელობა საპარლამენტო არჩევნების წინ კრემლის პროექტად მოინათლა. ეს ეჭვები დადასტურდა 15 სექტემბერს, როდესაც პროხოროვს მოუხდა პარტია „პრავოე დელოს“ დატოვება კრემლის იდეოლოგ ვლადიმირ სურკოვთან დაპირისპირების შემდეგ. შესაბამისად, ახლაც, როდესაც რუსეთის უმდიდრესმა ადამიანმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა,
თუ დარეგისტრირდა, მაშინ ეს ზუსტად სურკოვის ნებართვით მოხდება, სურკოვი კი პუტინის ნებას ასრულებს. თუ არა, მაშინ ეს უკვე მისი, პროხოროვის, პირადი ინიციატივა ყოფილა...

ბევრი კითხულობს, თუ რა სარგებლის მისაღებად ებმება წინასაარჩევნო პროცესში პროხოროვი, როდესაც პუტინს კრემლში 2018 წლამდე დარჩენა დიდი ალბათობით გარანტირებული აქვს.

თუმცა დასკვნების გაკეთებას არ ჩქარობს დმიტრი პრიბილოვსკი. „პანორამა“ ცენტრის დირექტორი ფიქრობს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის სიიოლე იქნება იმის მაჩვენებელი, არის თუ არა პროხოროვი „კრემლის პროექტი“:

„ახლა ზუსტად ამის თქმა შეუძლებელია. ეს მაშინ გაირკვევა, შეძლებს თუ არა ის რეგისტრაციის გავლას. თუ დარეგისტრირდა, მაშინ ეს ზუსტად სურკოვის ნებართვით მოხდება, სურკოვი კი პუტინის ნებას ასრულებს. თუ არა, მაშინ ეს უკვე მისი, პროხოროვის, პირადი ინიციატივა ყოფილა.“

ლეონიდ გოზმანი კი, „მართალი საქმის“ ერთ-ერთი ლიდერი და პროხოროვის თანამოაზრე, ფიქრობს, რომ იგი არ ‘შეეცდება საზოგადოების მოტყუებას“ და არ გაიმეორებს იმ შეცდომას, რაც ერთხელ დაუშვა. თუმცა სხვებივით გოზმანსაც აქვს შეკითხვები პროხოროვის მიმართ - კერძოდ, თუ რამდენად შეძლებს ბიზნესმენი საპრეზიდენტო კამპანიის წარმოებას:
მზად არის თუ არა, რომ გამოვიდეს რეალურ კანდიდატად რეჟიმის წინააღმდეგ და არა, უბრალოდ, ერთ-ერთ რიგით კანდიდატად? თუ ეს შეუძლია, მაშინ პროხოროვს აქვს შანსი...

„დიახ, მას აქვს საკმარისი ფინანსური და ორგანიზაციული რესურსები იმისათვის, რომ შეაგროვოს ორი მილიონი მხარდამჭერის ხელმოწერები. მაგრამ მთავარი ეს არ არის. მთავარია, მზად არის თუ არა ის გაბედული კამპანიის ჩასატარებლად? მზად არის თუ არა, მოახდინოს იმ პროტესტის აკუმულირება, რომელიც ნამდვილად იყო „ბოლოტნაიას“ მოედანზე და ჩვენი ქვეყნის სხვა მოედნებზე. მზად არის თუ არა, რომ გამოვიდეს რეალურ კანდიდატად რეჟიმის წინააღმდეგ და არა, უბრალოდ, ერთ-ერთ რიგით კანდიდატად, რომელიც მხარს უჭერს ყოველივე კარგს. თუ მზად არის, მაშინ შანსიც ექნება.“

აღსანიშნავია, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვეს რუსი კომუნისტების ლიდერმა გენადი ზიუგანოვმა, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ ვლადიმირ ჟირინოვსკიმ, მესამე ადგილზე გასული „სპრავედლივაია როსიას“ ლიდერმა სერგეი მირონოვმა.

რუსეთის ოპოზიცია კი ჯერ ვერ შეთანხმდა ერთიან კანდიდატზე. თუმცა პრეტენდენტთა სია მხოლოდ ამით არ ამოიწურება. 12 დეკემბერს საინიციატივო ჯგუფმა პრეზიდენტობის კიდევ ერთ პრეტენდენტად მარტის არჩევნებში რუსეთის ირკუტსკის გუბერნატორი დმიტრი მეზენცევი დაასახელა. რაც შეეხება მილიარდერ პროხოროვს, მას საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად ორი მილიონი მომხრის ხელმოწერა სჭირდება. რეგისტრაციის ვადა კი 15 დეკემბერს ამოიწურება. თავად პროხოროვი ამტკიცებს, რომ საარჩევნო კომისიას საკუთარი კანდიდატურის დასარეგისტრირებლად ყველა საჭირო დოკუმენტი 9 დეკემბერს ჩააბარა.
XS
SM
MD
LG