Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი ცდილობს თურქეთთან დაძაბულობის განმუხტვას


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ალი აკბარ სალეჰის განცხადებით, თეირანის ოფიციალურ პოლიტიკურ კურსს არ შეესაბამება ზოგი ირანელი ოფიციალური პირის მიერ გამოთქმული მუქარა, რომ ირანი, მასზე თავდასხმის შემთხვევაში, იერიშს მიიტანს თურქეთის ანტისარაკეტო თავდაცვაზე. ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თურქეთის საინფორმაციო სააგენტო „ანატოლიას“ უთხრა, რომ მთავრობას გაფრთხილებული ჰყავს ისინი, ვინც „უპასუხისმგებლო და უაზრო განცხადებები“ გააკეთა. თურქეთის საგარეო უწყება იტყობინება, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმეტ დავუთოღლუ ტელეფონით დაუკავშირდა ირანელ კოლეგას ბოლოდროინდელი მუქარის გამო შეშფოთების გამოსათქმელად. გასულ კვირაში ირანელმა პარლამენტარმა ჰოსეინ იბრაჰიმიმ თქვა, რომ მისმა ქვეყანამ, კონფლიქტის შემთხვევაში, შესაძლოა, იერიში მიიტანოს თურქეთზე, სადაც ნატოს ანტისარაკეტო თავდაცვის ელემენტები განთავსდება.
XS
SM
MD
LG