Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კომერსანტის“ ჟურნალისტებმა გათავისუფლებული კოლეგები დაიცვეს


საგამომცემლო სახლ „კომერსანტის“ ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ ჟურნალ „ვლასტის“ მთავრი რედაქტორის მაქსიმ კოვალსკის გათავისუფლება „დაშინების მცდელობაა“. საგამომცემლო სახლის მფლობელმა, მილიარდერმა ალიშერ უსმანოვმა 13 დეკემბერს თანამდებობიდან გაათავისუფლა მედია-ჰოლდინგის გენერალური დირექტორი ანდრეი გალიევი და ჟურნალ „ვლასტის“ მთავარი რედაქტორი მაქსიმ კოვალსკი. ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ჟურნალის გარეკანზე პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის ფოტოს გამოქვეყნება უწმაწური წარწერით, რასაც უსმანოვმა „წვრილმანი ხულიგნობა“ უწოდა. „მაქსიმ კოვალსკი გათავისუფლებას ჩვენ ვაფასებთ, როგორც დაშინების მცდელობას, რათა არ დავუშვათ არავითარი კრიტიკული გამოთქმები ვლადიმირ პუტინის მისამართით... ჩვენ გვაიძულებენ სიმხდალისაკენ, რაც უღირსი და უშედეგო მცდელობაა“, - ნათქვამია მედია-ჰოლდინგ „კომერსანტის“ თანამშრომლების კოლექტიური წერილში ,რომელსაც ხელს აწერენ წამყვანი ჟურნალისტები. მოგვიანებით საპროტესტო წერილის ხელმომწერ ჟურნალისტებს თავად უსმანოვი შევხდა, რომელმაც განაცხადა, რომ საკუთარი აზრის გამოხატვისათვის ჟურნალისტებს არ დასჯის, თუმცა არ აპირებს გადაწყვეტილების შეცვლას იმ მენეჯერების მიმართ, რომლებმაც ყოველგვარ „ეთიკურ ნორმებს უღალატეს.“
XS
SM
MD
LG