Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ამნესტი ინტერნეშნლი“ - ირანში ნარკოდანაშაულში ბრალდებულების სიკვდილით დასჯა გაიზარდა


„ამნესტი ინტერნეშნლის“ ანგარიშის თანახმად, ირანში ნარკოდანაშაულში ბრალდებულების სიკვდილით დასჯის შემთხვევები გაიზარდა. 2011 წელს სულ ცოტა 488 ნარკოდანაშაულში ბრალდებული დასაჯეს სიკვდილით, რაც, „ამნესტი ინტერნეშნლის“ინფორმაციით, 2009 წლის მონაცემთან შედარებით სამჯერ მეტია. ანგარიშში აღნიშნულია, რომ, სხვადასხვა წყაროს თანახმად, 2011 წლის ნოემბრის ბოლოსთვის ირანში 600-მდე ადამიანი დასაჯეს სიკვდილით. მათგან დაახლოებით 81% ნარკოდანაშაულში იყო ბრალდებული. ”ამნესტის” ავტორები სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამენ იმ სასამართლო პროცესების სამართლიანობის გამოც, რომლებიც წინ უძღოდა სიკვდილით დასჯას.
XS
SM
MD
LG