Accessibility links

ბრიუსელი ევროკავშირ-რუსეთის სამიტს მასპინძლობს


რუსეთის პრეზიდენტი დღეს ბრიუსელში ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს გამართავს. ეს დმიტრი მედვედევის ბოლო სამიტია ევროკავშირთან. მასთან მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპე, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის საკითხებში კეთრინ ეშტონი და ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ოტინგერი. მედვედევი უკვე შეხვდა ჰერმან ვან რუმპესა და ჟოზე მანუელ ბაროზუს ოთხშაბათს გამართულ სადილზე. დღევანდელ მოლაპარაკებებზე შეეხებიან რუსეთ-ევროკავშირის ეკონომიკურ თანამშრომლობას, ნაბიჯებს ევროკავშირში რუსეთის მოქალაქეების უვიზო მიმოსვლისთვის და რუსეთის მიერ ევროზონისთვის შესაძლო ფინანსურ დახმარების გაწევას. მოელიან, რომ ევროკავშირის ლიდერები რუსეთში დემოკრატიის მდგომარეობაზეც ილაპარაკებენ.
XS
SM
MD
LG