Accessibility links

logo-print

იაკუტიის პრეზიდენტმა რუსეთის სახელმწიფო დუმის მანდატი თავის წინამორბედს დაუთმო


იაკუტიის პრეზიდენტმა ეგორ ბორისოვმა და მისმა წინამორბედმა - ვიაჩესლავ შტიროვმა, რომელიც დღეს ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა, უარი თქვეს სახელმწიფო დუმის მანდატებზე იაკუტიის პირველი პრეზიდენტის მიხაილ ნიკოლაევის სასარგებლოდ. "ინტერფაქსის" ცნობით, ბორისოვმა და შტიროვმა შესაბამისი განცხადებებით მიმართეს რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. იაკუტიის ახლანდელ პრეზიდენტსა და მის ორ წინამორბედს "ედინაია როსიის" რეგიონულ საარჩევნო სიაში პირველი სამი ადგილი ეკავათ. იაკუტიაში მმართველმა პარტიამ, ოფიციალური მონაცემებით, ხმების 49%-ზე ოდნავ მეტი მიიღო.
XS
SM
MD
LG