Accessibility links

logo-print

აშშ: რუსეთში არჩევნების შემდეგ დაიწყო ”ეროვნული გამოღვიძება”


აშშ ”ეროვნულ გამოღვიძებად” აფასებს პროცესებს, რომელიც რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნების შემდეგ დაიწყო. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ოთხშაბათს განაცხადა. გუშინვე რუსეთში არსებული ვითარება იხილებოდა სენატშიც. მოსმენის მონაწილეებმა ილაპარაკეს რუსეთის ხელისუფლების მანიპულაციებზე, რომლებმაც გავლენა იქონია არჩევნების მიმდინარეობასა და შედეგებზე. სენატორმა ბენ კარდინმა ყურადღება გაამახვილა რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევაზე, საპროტესტო აქციებში მონაწილე სამოქალაქო აქტივისტების დაპატიმრებაზე. ოთხშაბათს ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრის მტკიცების მიუხედავად, ვაშინგტონს არაფერი აქვს საერთო რუსეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან.
XS
SM
MD
LG