Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა დაასრულა ერაყიდან ჯარის გაყვანა


ერაყის დედაქალაქში დღეს ამერიკის დროშას დაუშვებენ ქვეყანაში აშშ-ის სამხედრო ოპერაციის დასრულების ნიშნად. ამერიკელი სამხედროების უმრავლესობამ დატოვა ქვეყანა, ერაყის უსაფრთხოებაზე კონტროლი ეროვნულ ხელისუფლებას გადაეცა. 2003 წლის მარტში ერაყში ამერიკული ჯარის შესვლის შემდეგ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობა მიიღო აშშ-ის 1,5 მილიონზე მეტმა სამხედრომ. მათგან 4500 დაიღუპა, 30 ათასზე მეტი დაიჭრა. ერაყში ომი აშშ-ს ტრილიონი დოლარი დაუჯდა. ომის დროს ასი ათასი ერაყელი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG