Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში სასამართლომ დამნაშავედ სცნო ყოფილი პრეზიდენტი


საფრანგეთში სასამართლომ კორუფციაში დამნაშავედ სცნო ყოფილი პრეზიდენტი, ჟაკ შირაკი და მას ორი წლით პირობითი პატიმრობა შეუფარდა. შირაკი (პრეზიდენტი 1995-2007 წლებში) არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საფრანგეთის სახელმწიფოს პირველი ლიდერი, რომელსაც სასჯელი შეუფარდა სასამართლომ. ის დამნაშავედ სცნეს ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობაში პარიზის მერობისას, 1977-1995 წლებში, როცა თავის პოლიტიკურ მოკავშირეებს უხდიდა ხელფასს არარსებულ თანამდებობებზე მუშაობაში. 79 წლის ჟაკ შირაკი უარყოფს ბრალდებას. ყოფილი პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ დასწრებია სასამართლოში განაჩენის გამოცხადებას.
XS
SM
MD
LG